” იფრინე თრეველი” ტურისტულ სფეროში მიღებული უმაღლესი განათლების, ათეულობით ქვეყანაში მოგზაურობის, ბევრი კულტურის გაცნობის და ბევრი ფიქრის შემდგომ დაფუძნებული კომპანიაა.
კომპანია შევქმენით ერთი იდეით – მოგზაურობა და დასვენება იყოს მარტივი, კომფორტული, შთამბეჭდავი და ყველა ფინანსური შესაძლებლობის ადამიანისთვის ხელმისაწვდომი.
“იფრინე თრეველი” უკვე არის რეგიონის და მსოფლიო მასშტაბით ტურიზმის სფეროში მოღვაწე რამდენიმე მსხვილი B2B პლათფორმის პარტნიორი, რაც შესაძლებლობას გვაძლევს კონკურენტულ პირობებში შევძლოთ ყველა ტიპის ტურისტული მომსახურების გაწევა ჩვენთან თანამშრომლობის მსურველი ადამიანებისთვის.
ინდივიდუალური და ჯგუფური მოგზაურობა, ტურისტული პაკეტების მიწოდება, სპორტულ კემპებში ნიჭიერი ბავშვების მონაწილეობის დაგეგმვა ჩვენი პრიორიტეტია.
ნუ გადადებ ცხოვრებას, გახსენი ახალი ჰორიზონტები იფრინე თრეველთან ერთად…

